უკრაინაში მცხოვრები ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე რაულ ჩილაჩავა, რომელიც კიევიდან ომს გამოექცა და რთული გზით პოლონეთიდან საქართველომდე ჩამოაღწია ფეისბუქზე ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს :
“ამ საღამოს უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრაზე ვიყავი. თავისუფლების მოედნიდან სპორტის სასახლემდე ტაქსით ვიმგზავრე. რაც ტაქსისტმა უკრაინას და ზელენსკის აგინა! ხალხს ხოცავენ, სისხლისმსმელები არიან, პუტინის ულტიმატუმზე ხელი უნდა მოეწერათო. კოლეგა ქალბატონი მახლდა, თორემ მიუხედავად ჩემი სოლიდური ასაკისა და არც თუ სახარბიელო ფიზიკური მდგომარეობისა, გავაჩერებდი და ვცემდი. კი მსმენოდა, რომ საქართველოში ასეთები მრავლად არიან, მაგრამ არ ველოდი ერთ-ერთ მათგანს ამ შეხვედრის მერე თუ შევხვდებოდი! ვაი, რა დღეში ყოფილხარ, ჩემო უბედურო საქართველო!”
კომენტარები