ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დათო ხუჯაძემ ოჯახი შექმნა. მისი რჩეული ეკა დალაქიშვილია. წყვილი ულამაზესი გოგონას მშობლები გახდნენ. მომღერლის მეუღლე ჟურნალ „თბილისელებს“ საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ესაუბრა:
„დათო არაჩვეულებრივი მამაა. ზოგადად, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანია და მამის ამპლუაშიც ასეთია. მაქსიმალურად ჩართულია პატარას დღის რუტინაში. ბანაობა იქნება, საფენის გამოცვლა თუ სხვა საჭიროება, ყველაფრის გაკეთება შეუძლია და სხვათა შორის, კარგადაც გამოსდის.
შვილი უფრო მეტად აკავშირებს ცოლ-ქმარს, მისი დაბადების შემდეგ ურთიერთობა უფრო მჭიდრო ხდება. ამას მანამდეც ვუჩიოდით, მაგრამ ახლა, როცა პატარას სახით საერთო საზრუნავი გვყავს, ურთიერთობა უფრო მჭიდრო და მრავალფეროვანი გახდა“.
„ჩვენს შორის 17 წელია სხვაობა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ამ სხვაობას ვგრძნობ. მგონია, რომ ჩემი ტოლია. ვერ იტყვი, რომ განსხვავებული შეხედულებები და ღირებულებები გვაქვს. პირიქით, ამ ყველაფრით ძალიან ვემთხვევით ერთმანეთს. მითხრა, შენში ვიპოვე ის,. რაც სხვებში ვერ ვნახეო და კონკრეტულად რა იგულისხმება, არ ვიცი…“
კომენტარები