ევროპული საქართველოს თავჯდომარე გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის დღევანდელ გამოსვლაზე:
“კობახიძე არც უარყოფს იმას, რომ როგორც იანუკოვიჩი, ისე ესენიც იყენებდნენ რუსეთის საფრთხეს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და არ ზრუნავდნენ ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის დაცვაზე. ეს არის სწორედ პრობლემა და არა ის, რომელ პოლიტიკურ ფიგურას როგორ შეაფასებს ეს პოლიტიკური ავადმყოფი კობახიძე. სამწუხაროდ, ზუსტად იგივე ტრაექტორია აქვს ივანიშვილის რეჟიმს, რაც ჰქონდა იანუკოვიჩს. რამდენად შორს შევა ეს ამბავი, ეს დამოკიდებულია ქართულ საზოგადოებაზე, რომ არ დავუშვათ იმ ზღვრამდე მივიდეს, სადამდეც იანუკოვიჩმა მიიყვანა უკრაინა.”
კომენტარები