უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, რომელიც კიევის დღევანდელ ხელისუფლებასთან პოლიტიკური შეუთანხმებლობის მიუხედავად, დღეს სამშობლოს რუსი აგრესორისგან იარაღით ხელში იცავს, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს, სოლიდარობის ნიშნად ჩავიდნენ უკრაინაში:
“მე ვხედავ ქართველი ხალხის პოზიციას, რომელიც აუცილებლად უნდა გაიზიაროს თქვენი ქვეყნის ხელისუფლებამ. ერთი იდეა მაქვს, კარგი ჟესტი იქნებოდა სოლიდარობის, თუ თქვენი პრეზიდენტი, ან პრემიერი ჩამოვიდოდა კიევში უახლოეს პერიოდში სიმბოლური ვიზიტით, რათა მოეხდინა იმის დემონსტრირება, რომ საქართველო მოწადინებულია რუსეთის აგრესიის დამარცხებისთვის. ეს კარგი იდეაა”.
კომენტარები