ეს 19 წლის ბიჭი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, წალენჯიხელი უჩა კვარცხელიაა. იგი ამბობს, რომ იცის, რომ რუსეთი ოკუპანტი და მტერია, იცის და სწორედ ამიტომაც, დღეს უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ამბობს, რომ თუ დღეს არ იბრძოლებს, ხვალ დასაცავი მისი სამშობლო – გახდება, რომლის ტერიტორიებიც კრემლს ისედაც ოკუპირებული აქვს.
უჩა საქართველოში დაიბადა, მაგრამ პრაქტიკულად, უკრაინაში გაიზარდა – 2005 წლიდან მისი ოჯახი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. ამიტომ, უჩასთვის უკრაინა, როგორც იტყვიან, მეორე სამშობლოა.
სანამ ომი დაიწყებოდა, უჩა კიევის კულტურის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობდა და პარალელურად – სპორტით იყო დაკავებული. მისი მშობლები კი – მცირე ბიზნესით, მაგრამ რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის მილიონობით მცხოვრების მსგავსად, წალენჯიხელი კვარაცხელიების გეგმებიც თავდაყირა დააყენეს – ოჯახმა მცირე ბიზნესი მიატოვა, 19 წლის უჩა კი ომში წავიდა და ახლა „აზოვის ბატალიონთან“ ერთად იბრძვის.
უჩამ პირველად რომ თქვა, ,,ომში უნდა წავიდეო,, დედამ – ირმა წულაიამ და მამამ – მამუკა კვარაცხელიამ წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროს შენი ომია, იარაღის ჭერაც არ იცი წესიერადო… მაგრამ მერე, როცა ნახეს, რომ რუსი დამპყრობლები ქალებს, ბავშვებსაც და მოხუცებსაც არ ინდობდნენ, მშობლებმა უჩას წინააღმდეგობა აღარ გაუწიეს.
დღეს 19 წლის წალენჯიხელი, ჯგალელი უჩა კვარაცხელია ნამდვილი მეომარი და გმირია, გმირი, რომელიც იქ, უკრაინაში, უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდიებლობასთან ერთად, საკუთარი სამშობლოს თავისუფლებსა და დამოუკდიებლობასაც იცავს!
დიახ, უკრაინისა და საქართველოს მომავალი სწორედ უჩასნაირ ახალგაზრდებზე დგას!
წყარო – თაიმერი
კომენტარები