პროგრამისტი, უჩა აბაშიძე:
“Starstreak -ი ხმარებაში ჩაშვება დაიწყება დღესო
(ანუ მომზადება დასრულდაო პირველი ჯგუფის)
რაშია სტარ-სტრიკის მუღამი:
ზოგადად მხრით გადასატანი ჰაერ-საწინააღმდეგო საშუალებების აბსოლუტური უმრავლესობა არის სითბური
საფრენი აპარატის ძრავის სითბოს “ხედავს” – იმაზე “ილოქება” და რო გაისვრი მისდევს სითბოს
ამიტომ თვითმფრიანვები და ვერტმფრენები ყრიან ხოლმე “ცხელ მახეებს” (ფეერვერკებივით რო იყრება თვითმფრინავებიდან და ვერტმფრენებიდან ხოლმე) – რო რაკეტას აერიოს ცხელი სამიზნე და იმეებზე გაფრინდეს
რაც ხშირად მუშაობს კიდეც და რაკეტა სცდება მიზანს
უფრო მსხვილი ჰაერ-საწინააღმდეგო საშუალებები იყენებენ ხოლმე რადარით დამიზნებას და მიზან მიმართვას
რადარი არის როცა რადიო-ტალღებს ასხივებს თეფში, თვითმფრინავის მიმართულებით. თვითმფრინავიდან არეკლილ რადიო ტალღებს იჭერს ისევ თვითონ და ზომავს დროს და მიმართულებას, ამით ხვდება რა მანძილზეა თვითმფრინავი და ზუსტად საით. (ძაან უხეშად მოვყევი მარა გასაგებია იმედია)
რასაც ასევე ახერხებს შეეწინააღმდეგოს თვითმფრინავი, ელექტრონულად(ამრევი რადიო სიგნალების გასხივებით) პლიუს წინასწარ იღებს გაფრთხილებას, ჯერ კიდევ როცა დამიზნება ხდება, რო გიმიზნებენო და შეუძლია რამე მოიმოქმედოს
StarStreak-ი კი მუშაობს Javelin-ივით, იმიჯ-ანალიზს იყენებს დასამიზნებლად, არც სითბო სჭირდება, არც რადარი აქვს. გასროლისას ოპერატორი უთითებს “ეს არის მიზანიო” – და მერე იმას მისდევს რაკეტა
ამიტომ არც სითბური ხაფანგები მუშაობს, არც რადარის არიდება
და არც თვითმფრინავი იღებს რაიმე გაფრთხილებას – გიმიზნებენო
ამას ემატება ის რო StarStrek-ი არის ყველაზე სწრაფი რაკეტა (რაც უმნიშვნელოვანესია რო საჰაერი მიზანი ჩამოაგდო სანამ გავა რაკეტის მოქმედების 5-7კმ-იანი რადიუსიდან, ან ჩამოაგდო სწრაფად მფრენი თვითმფრინავი ან… და აი მე მგონია რო ეს რაკეტები ძაან მაგრად გამოდგება კალიბრის რაკეტების წინააღმდეგ – იმიტო რო შეძლებს დაბლა მფრენ კალიბრის ფრთოსან რაკეტებს დაეწიოს… ვნახოთ…)
ანუ სიჩქარეები რო შეადაროთ:
StarStreak – 1029 m/sec
Stinger – 750 m/sec
Grom – 650 m/sec
Igla – 470 m/sec
Strela – 430 m/sec
ტყვია AKC/M4 -დან არის 940 m/sec
ტყვია AKM-იდან არის 720 m/sec
სიჩქარე ძაან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰაერ-საწინააღმდეგო თავდაცვაში, იმიტო რო არ უტოვებს დროს პილოტს ირეაგიროს, ვერ ასწრებს რაკეტის ზონიდან გასვლას, ბევრად სწრაფ მიზნებზე მოსულა სროლა და ა.შ.
რაკეტას შეუძლია მიდევნება up to 9g მოხვევისას
გარდა ამისა – StarStreak-ის დამაზიენებელი ნაწილი არის ძალიან განსხვავებული, 3 პატარა მართვადი რაკეტაა, რომელსაც ძირითადი რაკეტა “უმიზნებს”, ლაზერული “მატრიცით” და სამივე რაკეტა დამოუკიდებლად ცდილობს დააზიანოს საჰაერო ობიექტი – რაც კიდევ უფრო ზრდის ერთის მაინც მოხვედრის შანსებს (და ან ძლიერად დაზიანების თუ 1-ზე მეტი მოხვდა)
მოკლედ კატასტროფიული ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემაა
უთანამედროვესი
Javelin-ი – საჰაერო თავდაცვაში რა
1 კაცს რო შეუძლია გადაიტანოს და გაისროლოს და “არაფერი რო არ შველის” მიზანს
ამას მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ პილოტებმა იცოდნენ რო თუ ამან ამოგიღო მიზანში რაც გინდა ის აკეთე – აღარაფერი გეშველება და რო უშანსო მისიებზე მიდიხარ, და სამი დამაზიანებელი თავის გამო შეიძლება ისე აფეთქდე კატაპულიტრებაც ვერ მოასწრო
და აღარ გშველის არც “სწრაფად მიზანზე მისვლა და გამოვარდნა”, არც სითბური სატყუარები, არც რადარ jamming-ი და ისე მოგხვდება დიდწილად – ვერც გაიგებ რო გესროლეს და რო გესვრიან – მანევრიც არ გიშველის, არც დრო გექნება
კომენტარებში დავდებ მეტ მასალას”
კომენტარებში წერენ:
კომენტარები