ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა, თქვა:
“მძიმე საყურებელია როცა ორი ერთმორწმუნე ერი, მონათესავე, აი ბიძაშვილები, ასე ვთქვათ, ერთმანეთს გადაემტერებიან და ერთი უფრო ძლიერია, მეორე უფრო სუსტია, თუმცა, არც ისე სუსტია და იღვრება სისხლი, ძირითადად უდანაშაულო ხალხის.
ეს დიდი ბოროტებაა. რამ გამოიწვია, როგორ ახლა პოლიტოლოგების საქმეა, გამოიკვლიონ, მაგრამ მე მაკვირვებს სხვა რამე: როცა ორი ძმა, ან ორი მეზობელი ერთმანეთში ჩხუბობენ, გარშემოები აშველებენ ხოლმე, შუაში ჩადგებიან და ცდილობენ დააწყნარონ, დაამშვიდონ, როგორ მოვაგვაროთ, გამოსავალი ვიპოვოთ…
აქ ვხედავთ ცალმხრივ წაქეზებას ერთი მხარის – აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული, აი შენ ეს, კარგია, რომ ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება უკრაინაში და მშვიდობიან მოქალაქეებს, გაჭირვებაში მყოფს ეხმარება ეს, მაგრამ იარაღის მიწოდება ამ დროს, ეს არის ნავთის დასხმა ცეცხლზე.
თუ იმას მეტი აქვს, ამასაც [რომ ჰქონდეს] რა, მეტი სისხლი დაიღვრება?! მეტი ბოროტება მოხდება?! მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიხოცება?! იმის მაგივრად, რომ შევთავაზოთ ოთხმხრივი, ათმხრივი ტრიბუნა, არის ტრიბუნა, გაეროს ტრიბუნა და მთელი მსოფლიოს ქვეყნები მონაწილეობენ, დასვით საკითხი, მოდით აი, ერთი მხარე, მეორე მხარე, რა გაქვთ სადაო, იქნებ შესაძლებელია ამის მოგვარება, მაგრამ ვხედავთ, რომ არა, მოლაპარაკებები არ ხდება. არც მანამდე, მინსკის ხელშეკრულება იყო და ირღვეოდა ეს, და ვინც გარანტი იყო შესრულების, განზე გადგნენ”.
წყარო მთავარი
“ერთმორწმუნე” რუსეთმა შიიტ ჯიჰადისტ ტერორისტთა დაქირავება დაიწყო – ერთი მებრძოლი – 1500 დოლარი
კომენტარები