BBC – უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით, ავრცელებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას სიტყვებს, რომელიც მან რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების წევრებს სტამბოლში, დღევანდელი მოლაპარაკებების დაწყებამდე, უთხრა:
“არაფერი ჭამოთ, არაფერი დალიოთ და სასურველია მოერიდოთ ზედაპირთან შეხებასაც”
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩისა და უკრაინული დელეგაციის ორი წევრის სავარაუდო მოწამვლაზე უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს.
კომენტარები