ქართველი ექიმი, დავით მრელაშვილი, რომელიც აშშ–ში ცხოვრობს და პანდემიის ძლიერი ტალღის დროს საქართველოში იყო ჩამოსული და კოლეგებს და მოქალაქეებს ეხმარებოდა თვეების მანძილზე, ამჯერად, რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებიდან, უკრაინის დახმარებას სხვა ქართველ ემიგრანტებთან ერთად ცდილობს.
ქართველმა ემიგრანტებმა უკვე გაგზავნეს უკრაინაში არაერთი დახმარება, მათ შორის დრონები.
ბოლო კვირის მანძილზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიუპოლში და ზოგ სხვა ქალაქში მოსახლეობას სუფთა წყლის პრობლემა აქვს. სოციალურ ქსელში, ამ საკითხის გარკვევაში აქტიურად იყო ჩართული დავით მრელაშვილიც, რომელიც დღეს წერს:
“- ერთი მილიონი ასეთი (0.5ლ) სასმელი წყლის ბოთლის დასამზადებელი ფილტრები გადავაფრინეთ გუშინწინ ამერიკიდან და ჩავაბარეთ უკრაინელებს პოლონეთში. უკვე გაუყვა გზას სამხრეთ უკრაინის ქალაქებისკენ სადაც ის ყველაზე მეტად ჭირდებათ.
– სურათში რომ წყლის ბოთლების საწყობს ხედავთ – ეგ მხოლოდ (შემდეგ სურათში რომ არის ის) ერთი ფილტრი რამდენსაც გაფილტრავს (4 ტონა) დაახლოებით ის რაოდენობაა. მასეთი ფილტრი ასზე მეტია ამ ყუთებში. ფილტრების გარდა რაა საჭირო რომ სასმელი წყალი მივიღოთ? – ნებისმიერი ბუნებაშივე არსებული გუბე, ტბა თუ მდინარის წყალი რაც ადგილობრივაც უხვად აქვს (ყველა დიდ ქალაქში მდინარე ჩამოდის).
– მათ ვინც ფიქრობთ რომ ზემოთ ხსენებული ფაქტები ან რაოდენობა ცოტა არარეალურად ჟღერს – ხელში რაც გიჭირავთ ახლა (დიდი ალბათობით ტელეფონი) დახედეთ, და გაიხსენეთ, რომ თქვენს ტელეფონში არსებული პროცესორი (“კომპიუტერი”) დაახლოებით მილიონჯერ უფრო მძლავრია და მეტი მეხსიერება აქვს ვიდრე ის კომპიუტერი რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ “აპოლო-11-ს” მართავდა და ადამიანი მთვარემდე ჩაიყვანა.
– ასეა ასე, ტექნოლოგია წინ მიჰქრის ყველა სფეროში, და საჭირო დროს ისეთ რამეებს შვრება რაც ჩვენსავე ცხოვრების უფრო ადრეულ ეტაპებზე სასწაულად ითვლებოდა.
– ყველაზე საინტერესო რაც იყო – ერთადერთი პიროვნება ვინც რეალურად გამოჩნდა ყველაზე დროულად და გუშინვე გაფრინდა – ქართველი ქალბატონი ნიუ იორკიდან – ჩემთვის ძალიან ახლობელი მრავალი მიზეზის გამო, თუმცა პირადად ჯერ არ მყავდა გაცნობილი – ქალბატონი Tamar-ი. დიდი მადლობა მას.
პ.ს. მათ ვინც პარასკევ საღამოს (იდეის გაჩენის მომენტიდან) მირჩევდა რომ რას დააფრენ ამ ხალხს – ფოსტით გააგზავნეო – ფოსტა დღეს დილით გაიხსნა ნიუ-იორკში, ამ დროს უკვე ფილტრები პოლონეთში იყო ჩასული. აი შემდეგ შაბათ-კვირა ამ ფილტრების ადრესატებივით რადიატორიდან ჩამოსხმული ჟანგიანი წყალი დააგემოვნეთ, და მერე იქნებ სხვანაირად მირჩიოთ ხოლმე”
კომენტარებში, ირაკლი ოქრუაშვილი წერს:
დავით დიდი მადლობა რასაც აკეთებ. ირგვლივ ბევრგან ვნახე ჭრილობაზე გადასაჭერი ჟგუტი, მაგრამ იშვიათია და საკმაოდ ეფექტური სისხლის შესადედებელი ფხვნილი რომელიც დრონებთან ერთად გამოგვიგზავნე. გქონდეს ეგეც მხედველობაში.
დავით მრელაშვილი:
ეს ჩემოდანი დღევანდელი რეისით ჩადის, ახლა გრელანდიის თავზეა და მარჯვენა სამი რამე თქვენია. კიდე ყველაზე მთავართან ერთად რომელიც ვიშოვე დაპირებისამებრ და რომლის სურათიც აქ ვერ დაიდება
კომენტარები