The Eduard Shevardnadze Center აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“რუსეთი ყოველთვის ცდილობდა საქართველოში არეულობა გამოეწვია, ან ომი გაეჩაღებინა, იქნებოდა ეს შიდადაპირისპირება, ეთნოკონფლიქტები, ტერორისტული აქტები, თუ ჩეჩნეთის ომის დროს პანკისში ლტოლვილებთან ერთად შემოსული რამდენიმე მებრძოლის შეფარების ბრალდება. გერმანელი ჟურნალისტები სწორედ პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ ეკითხებიან ედუარდ შევარდნაძეს და შიშობენ რუსეთმა ომის პროვოცირება არ მოახდინოს საქართველოში. 2002 წელი”
ედუარდ შევარდნაძე:
“თუ კანონზომიერების მიხედვით ვიმსჯელებთ, რუსეთმა ომი ვერ და არ უნდა დაიწყოს საქართველოში. უნდა შეეჩვიოს მაშინ იმას, რომ მსოფლიოში დაუმკვიდრდება აგრესორის რეპუტაცია.
ასე კატეგორიულად თქმა ძალიან ძნელია, ადამიანი ისეა შექმნილი, ხშირად შეცდომას უშვებს და სასურველი მიაჩნია შესაძლებლობად. რუსეთმა რომ ომი დაიწყოს, არაკანონზომიერი მოქმედება იქნება და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო საზოგადოება ზურგს შეაქცევს და არც გერმანიაში დაუკრავენ ტაშს. ეს რომ მოხდეს, ეს იქნება ისტორიული, საშვილიშვილო შეცდომა რუსეთის, დანაშაული, რომელსაც არ აპატიებს არავინ.”
კომენტარები