“მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმართან” ინტერვიუში, რუსი ოპოზიციონერი, მიხეილ ხადარკოვსკი, ამბობს:
“რაც შეეხება ბირთვულ შანტაჟს, ჩემი აზრით მას ბაიდენმა ძალიან მკაფიო პასუხი გასცა მასობრივი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, რეაგირება იქნება ანალოგიური. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა მე ვფიქრობ, ნატოს რომ თავიდანვე ასეთი მიდგომა ჰქონოდა, პუტინს ნაკლები სურვილი ექნებოდა ბირთვული შანტაჟისთვის მიემართა . პუტინი არც გიჟია და არც თვითმკვლელი, თუმცა მას შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი თუკი ეცოდინება, რომ დაუსჯელ დარჩება და ახლა როდესაც ხედავს, რომ უკრაინაში მისი არმია აგებს, მას ამის სურვილი აუცილებლად გაუჩნდება, გარისკავს თუ არა ის ამას, იმაზე იქნება დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ის მკაცრ და მტკივნეულ პასუხს.”
კომენტარები