გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის პრესსპიკრი, რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ეხმაურება და ამბობს:
“პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის საბაბი. ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ზომებისა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გზით, რათა რუსეთის კურსი სრულად შეიცვალოს.”
რა იგულისხმა ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა რუსეთის კურსის ცვლილებაში, არ დაკონკრეტებულა, თუმცა, შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, აშშ–ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა” “ეს ადამიანი (ვლადიმერ პუტინი) არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში”.
“ეს ადამიანი არ შეიძლება დარჩეს ძალაუფლებაში” – ბაიდენის სიტყვა და ადმინისტრაციის განმარტება
კომენტარები