ლევან ჯავახიშვილი, ალია
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, უკვე ევროპიდანაც იყო მინიშნებები, რომ რუსეთმა საქართველო, შესაძლოა, გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლისთვის, შეიძლება აქ გაჩნდეს „შავი ხვრელი“ რუსეთში ფინანსური და ტვირთის ნაკადის გადინებისთვის. ტქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– რასაკვირველია, ეს შესაძლებელია, რადგან დიდ ფულზეა ლაპარაკი. რუსეთს აქვს დიდი პრობლემები. საქართველო ლოჯისტიკისთვის იდეალური ადგილია და ამის მცდელობები იქნება. გარკვეული სახის სანქცირებული პროდუქციის გატანის მცდელობა იქნება – რეექსპორტის, ტრანზიტის და გადამისამართების რეჟიმებით. ფულადი ნაკადის გატანის მცდელობაც იქნება. ჩვენში ბევრი ეცდება ხელის მოთბობას. ამ, აკრძლული პროდუქტების გატანა რუსეთში უნდა აკრძლოს და აღკვეთოს ჩვენმა საბაჟომ. არ მსმენია, რომ საბაჟო სამსახურს, ან იმ უწყებას, რომელსაც ის ექვემდებარება, რაიმე სახის ბრძანება, ნორმატიული აქტი, სანქციებით აკრძალული პროდუქციის შესაბამისი ჩამონათვალით, შესაბამისი ნომენკლატურით, გამოეცეს. არა, მსგავსი არაფერი გამოუცია არც ერთ უწყებას, არც საბაჟოს, არც მის ზემდგომს. ჰოდა, მაშინ როგორ აკონტროლებენ, რა სახის ტვირთი უნდა გაატარონ, დავუშვათ, ტრანზიტით რუსეთში და რა – არა? ზეპირად ამბობენ, კი, სანქცირებულ პროდუქციას არ გავატარებთო, მაგრამ საქმით არაფერს აკეთებენ, რომ ეს შესრულდეს.
– თუ საქართველო გახდა „შავი ხვრელი“ რუსეთისთვის, შეიძლება, რომ ჩვენც დაგვადონ სანქციები?
– შეიძლება კი არა, დაგვადებენ. ეკონომიკური ომია, რაღაც თამაში ხომ არ არის? მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები გამოვიდნენ რუსეთიდან, ნედლეულის და სხვა სახის პროდუქციის მიწოდება შეუწყვიტეს. მილიარდობით დოლარზე, უზარმაზარ მოგებაზე უარი თქვეს ამ კომპანიებმა და ქვეყნებმა, ამ სანქციებს მიემხრნენ და ახლა, ჩვენ ვინ გვაპატიებს, რომ ლამის მთელ მსოფლიოს თავზე გადავახტეთ და რუსეთი სანქცირებული პროდუქციითა და უცხოური ვალუტით მოვამარაგოთ? ცხადია, არავინ გვაპატიებს.
– უკრაინამ თუ მოიგო ეს ომი დასავლეთის მხარდაჭერით, „ქართულ ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში?
– ომი თუ უკრაინამ მოიგო, ამ ხელისუფლების საქმე ძალიან შავად იქნება.
კომენტარები