კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თურქეთში უკრაინასთან გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა არ ყოფილა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების საკითხებზე დღეს ვლადიმირ მედინსკი ისაუბრებს.
„პოზიტიური ის არის, რომ უკრაინულმა მხარემ მაინც დაიწყო კონკრეტულად ჩამოყალიბება და იმის ქაღალდზე ასახვა, რასაც გვთავაზობს. აქამდე, ჩვენ ამას ვერ ვაღწევდით. რაც შეეხება დანარჩენს, ვერ ვიტყვით, რომ ამჟამად რაიმე გარღვევაა, წინ ბევრი სამუშაოა“.
„არავის უთქვამს, რომ მომლაპარაკებლები წინ წავიდნენ, ვინ განაცხადა, რომ მომლაპარაკებლები წინ წავიდნენ? არც ერთმა ოფიციალურმა პირმა ამ რაუნდს დადებითი არ უწოდა“, – დასძინა კრემლის სპიკერმა.
Powered By || Web Features || © 2024 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2024 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები