ბიუ ბიუს ქათმების მწარმოებელმა კომპანია „ჩირინა”-მ დაიწყო ადგილობრივი წარმოების სიმინდის და ხორბლის მიღება
კომპანია ყოველწლიურად იბარებს ქართველი მეწარმეებისგან სიმინდს, ხორბალს, მზესუმზირას.
კომპანიაბ”ჩირინა” ფერმერებისგან, რომლებიც ხორბლისა და სიმინდის მოყვანით არიან დაკავებულები, ნედლეულს წელსაც ჩაიბარებს.
„ჩირინა“-ს 45 000 ტონიანი სათავსო აქვს. ამიტომ, ჩვენ ფერმერებს წინასწარ შესყიდვაზე მემორანდუმს გავუფორმებთ, ჩავიბარებთ იმ დროს, რა პერიოდშიც ისინი გაყიდიან და იმ ფასად, რაც საერთაშორისო ბაზარზე იქნება. კონკრეტულად 2022 წელს ჩირინა ადგილობრივი მეწარმეებისგან 30 000 ტონა სიმინდს და 15 000 ტონა ხორბალს შეიძენს“ – აცხადებს “ჩირინას” დამფუძნებელი, რევაზ ვაშაკიძე.
ნედლეულის ჩაბარების მინიმალური რაოდენობა – 20 ტონა
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
577114455
purchasing@chirina.ge
ბიუ-ბიუ-ს მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას აძლევს სრულად აკონტროლოს ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე – ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციითა და რეალიზაციით დამთავრებული.
ქართულ მიწაზე მოყვანილი მარცვლეულით – სიმინდით და ხორბლით ნაკვებ ბიუ-ბიუს ქათმებს ჯანსაღი სოფლის ქათმის გემო აქვთ. გემო, რომელიც ასე მოგენატრათ.
კომენტარები