ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
- “დარჩი სახლში” უალტერნატივოა.
- ის, რომ სასულიერო პირი დავირუსდეს, ეს არ ნიშნავს რომ მას ზიარებიდან გადაედო. დღემდე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ვინმეს რამე ზიარებიდან გადასდებია, სამაგიეროდ არსებობს უამრავი შემთხვევა, როცა განკურნებულა ზიარების შემდეგ ადამიანი ან უკეთესად გამხდარა ან მომაკვდავს კიდევ მეტ ხანს უცხოვრია და ა.შ.
- სასულიერო პირიც მოკვდავია, ხდება ავად და ა.შ. ეს არაფერს ნიშნავს.
- მორწმუნისათვის საღვთო საიდუმლოებები ყველაზე სათუთია, ამიტომ ამ საიდუმლოებების მიმართ აგრესია და ლანძღვა დისკრიმინაციაა და სიძულვილის გამოვლინება.
- მაზიარებლებიც ხდებიან ავად, აქვთ პრობლემები, მაგრამ ეს ზიარების არსს ოდნავადაც არ აკნინებს. არც მის სასწაულთმყოფელ თვისებებს, რომლის გამოვლინებაზეც ათასი რამ დაწერილა და მაზიარებლებისთვის ნაცნობია.
- მიუხედავად წინამდებარე თქმულისა, თუნდაც ჭეშმარიტება არ დგას მოყვასის სიყვარულზე, სიმშვიდესა და მშვიდობაზე მაღლა, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია ეკლესიის გაჯიუტება, რომლითაც ჯამში ღვთიური საიდუმლოებების დისკრედიტაციას უფრო ახდენს, ვიდრე რწმენის წახალისებას.
- “დარჩი სახლში” უალტერნატივოა.
სიკეთე ყველას.”
კომენტარები