ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას ეხმიანება და წერს:
“არაფრით მომწონს პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე.
ქვეყანა სანქციებს არ შეუერთდაო. ეს არის მიზეზი? ალოგიკურია.
არც მისი მეზობელი მოლდოვა შეუერთდა სანქციებს, არც ჩინეთი, არც ბრაზილია, არგენტინა, ყაზახეთი, სომხეთი და კიდევ უამრავი ქვეყანა და მაშ სად არის ლოგიკა? იქიდან ელჩები რატომ არ გაიწვია?
ბელარუსი სულაც რუსეთს ეხმარება და ელჩი იქაც კი დატოვა.
არც ერთ ხსენებულ ქვეყანას იმაზე მეტი არ გაუკეთებია უკრაინისთვის, რამდენიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა.
არც ერთ ქვეყანას იმაზე დიდი სიმწარე არ განუცდია რუსეთისგან, როგორც საქართველომ.
არც ერთ ქვეყანას იმხელა მსხვერპლი არ გაუღია უკრაინისთვის, რამდენიც საქართველომ.
არც ერთი ქვეყნის მებრძოლი მოხალისე არ არის უკრაინაში, რამდენიც ქართველია.
რა საქციელია ეს ზელენსკისგან?
არ მომწონს. და უკვე ეჭვიც მაქვს, რომ ერთგვარი ნაბიჯია საქართველოს ომში ჩასათრევად, მეორე ფრონტის გახსნის დასაქოქად.”
კომენტარები