დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რუსული ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდას არ აპირებენ.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა დიდი ბრიტანეთი რუსეთის მოთხოვნას ბუნებრივი აირის საფასური რუბლში გადაიხადონ, პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სპიკერმა აღნიშნა, რომ ეს არ არის ის, რასაც ბრიტანეთი განიხილავს. სპიკერმა დასძინა, რომ ბრიტანეთი ევროპულ ბაზარზე არსებულ სიტუაციას აკვირდება.
შეგახსენებთ, რუსული გაზის რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადეს ასევე გერმანიამ და საფრანგეთმა.
კომენტარები