საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ბუკა პეტრიაშვილი, 31 მარტს, წერს:
“მეგობრებო! ლეგენდად ქცეული მარიუპოლი გმირულად დგას ბოლომდე! ქუჩის ძალიან მძიმე ბრძოლებში ჩვენები ანადგურებენ ფაშისტებს! ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ისეთ შეიარაღებას მიაწვდიან უკრაინას, რაც მარიუპოლს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს! დროზეეე!!!!!!!
ყველა დიდი ქალაქი ასევე მაგრად დგას!
ფაშისტებმა დაიწყეს დამატებითი ძალების, მათ შორის კიევის და ჩერნიჰივის მიდამოებიდან, გადასროლა დონბასისკენ! უახლოეს დღეებში მაგრად დაცხება დონბასში! მანამდე კი ჩვენებმა მარტო გუშინ გაანადგურეს 10 ტანკი, 18 ჯავშანმანქანა, 15 საარტილერიო სისტემა, 1 თვითმფრინავი, 3 უპილოტო და 1 ფრთოსანი რაკეტა! ზედ დააყოლეს კიდევ ერთი მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, ათობით მაღალი რანგის ოფიცერი და 200 ორკი!
ბუნკერში ჩამალულ დიქტატორ პუტინს არ მისდიოდა ზუსტი ინფორმაცია დანაკარგების შესახებ! რამდენიმე არმიის გენერალი მოხსნილი და დაპატიმრებულია!
არცერთი სანქცია არ მოიხსნება, ვიდრე ბოლო ფაშისტი არ დატოვებს უკრაინას! ამას ამბობს ბორის ჯონსონი! იგივეს ამერიკის ადმინისტრაცია! ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ პირიქით კიდევ უფრო გამკაცრდება სანქციები! ევროკომისიაც ამზადებს ახალი სანქციების პაკეტს!
მთავარი მომლაპარაკებელი დავით არახამია პირდაპირ ამბობს, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებენ სრულ კოორდინაციაში სამხედროებთან! რაც არ მოწონთ, ეგრევე ქრება მოლაპარაკების მაგიდიდან!
მოლაპარაკებები 1 აპრილს უნდა განახლდეს! არცერთი ნაბიჯი უკან!
ჯერ კიდევ ბუნდოვანებაა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით! დრო გვაჩვენებს, ვინ რა ვალდებულების ამღებია თავის თავზე!
რუბლიკების შანტაჟი კრახით დასრულდა პუტინისთვის!
პილონეთი წლის ბოლომდე საერთოდ უარს იტყვის რუსული ნავთობის შესყიდვაზე და აპრილ-მაისში ქვანახშირზე!
პოლონეთი ასევე განიხილავს ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის საკითხს! ლუკაშას საქმე ვერაა კარგად! სამ დღეში შეიარაღებით და ტექნიკით დატვირთული ეშელონი გადავიდა რელსებიდან! ჯარსაც ვერ უშვებს უკრაინაში! იცის, აქეთ მოუტრიალდებიან! მის ადგილას ჩაის არ დალევდა კაცი ეს პერიოდი!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები