უკრაინიდან ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილი ყვება, რომ თბილისში მისი მაქანა გაქურდეს. მისი ისტორია თავდაპირველად გამოცემა On.ge-მ გაავრცელა. ქალმა თავისი ისტორია სოციალური ქსელებითაც გაავრცელა.
“დღეს თბილისში, სახლთან მანქანა გაქურდეს. ყველაფერი წაიღეს. დაწყებული ნივთებითა და ფეხსაცმლით, დამთავრებული ლაზერით, რომელიც 6 500$ ღირს, სამუშაო მანქანა და ტექნიკა… რომელიც გადავარჩინე სროლების ქვეშ ქალაქ რუბეჟნოიში, ლუგანსკის ოლქში. მთელი მანქანა გადატრიალებულია. ჩამოსვლისას უსაფრთხოებას ვეძებდი ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ვიღაც არაადამიანები, მანქანაში ბავშვის ნივთების მიმოფანტვით მოიპარავდნენ ლტოლვილებისგან. ადამიანებისგან, რომლებიც გამოიქცნენ ჯოჯოხეთიდან”, – ამბობს ელიზავეტა.
როგორც ის ყვება, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, თუმცა თავდაპირველად არაფერი მოიმოქმედეს, რის მიზეზადაც თარჯიმნის არყოლა დაასახელეს. საბოლოოდ პოლიცია მასთან ღამის 12 საათზე მივიდა.
“არ ვიცი, დამეხმარებიან თუ არა, სამართლიანობაზე ყველანაირი იმედი დავკარგე და არც მჯერა, რომ პოლიცია დამეხმარება და ის, ვინც ეს ჩაიდინა, დაისჯება”, – ამბობს ელიზავეტა.
კომენტარები