საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ბუკა პეტრიაშვილი, წერს:
“37-ე დღეა მარიუპოლი და ყველა დიდი უკრაინული ქალაქი გმირულად დგას და არ უშვებს ფაშისტებს! მარიუპოლში გუშინ ქუჩის ბრძოლებში, როგორც გმირი “აზოველები” იტყობინებიან, დიდი რაოდენობით ფაშისტი გაანადგურეს! ტექნიკაც გაუნადგურეს! დიდება მარიუპოლის გმირებს! სიკვდილი მტერს!
ხერსონის ოლქში ჩვენებმა 11 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს! კიევის, სუმის და ჩერნიჰივის მიდამოებიდანც გარბიან კუდამოძუებული ფაშისტები, მაგრამ იზიუმის, ბუჩას და ჰოსტომელისთვის გაცხარებული ბრძოლები გრძელდება!
დღეს მილაპარაკებები ონლაინ რეჟიმში გაიმართება! ზელენსკი მსოფლიოს ლიდერებს ყოველ დღე ელაპარაკება! პუტინი კი კვლავ ბუნკერში იმალება! მის პროპაგნდისტებს და ტექნოლოგიურ სექტორს ახალი სანქციები უწესდება!
ბრძოლებში ჩვენების მიერ მოპოვებული ნააალაფარის შესახებ კაი მსუყე ამბებს დღის განმავლობაში მოგაწვდით!
…
ისეთი პირი უჩანს, ხვალ 18 ათასს გადასცდება მკტარი ფაშისტების რაოდენობა! თვითმფრინავებმა კიდევ ისე ჩოუქროლეს ქორივით ყველას და ყველაფერს, დღეს რომ 143-ია, ვატყობ, მალე მიუკაკუნებს 200-ს! ეგ ნაღდად განსაკუთრებული ტვირთი-200 იქნება! ერთი ათასად!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები