მწერალი ალეკო შუღლაძე:
“ჯავშანჟილეტი ეცვა თურმე მაგ გარეწარს, გესმით? ბუნკერში ხომ იმალებოდა, თან პიჯაკის შიგნით ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ჰქონდა მიკრული. მაგრამ ნამსხვრევები მოხვედრია თავში და ბარძაყში და არტერია აქვს გადახლეჩილიო. ანუ პუტინი ჯერ არ მომკვდარა, მაგრამ ვერ გადარჩება, ძალიან ცუდად არისო.
დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აიფეთქა თურმე თავი, იქვე ყოფილა. ან დიდი ფული გადაუხადეს, ან იდეინი ტიპი იყოო – ჯერ ვერ გაარკვიეს. რუსეთი ჯერ მალავს, „ამერიკის სიტყვამ“ გადმოსცა, მონტე-კარლოდან. ეგრევე გამოჩხრიკეს და ვინც თავი აიფეთქა, საგვარეულოში, წინა თაობებში რომანოვი ჰყოლია ვიღაც და სამაგიერო გადაუხადა ბოლშევიკებსო, დიქტორი ამბობდა. ახლა შეეცდებიან ეს ამბავი ამერიკელებს შეტენონ, მაგრამ არაფერი გამოუვათო.
მოკლედ, სულ 23 კაცია დაშავებული, აქედან 17 მკვდარია. მათ შორის: გავრილოვი, კარასინი, მედვედევი, მიხალკოვი, ზახაროვა და ის ქალი-დიქტორი-იოგი, ოერტეზე რომ მავნებლობდა. დანარჩენის გვარები ვერ დავიმახსოვრე: სამი გენერალი, ერთი მარშალი და ოთხი ბიზნესმენი. ახლა რუსული არხები გადავამოწმე, მაგრამ ჯერ მალავენ. თუმცა სადამდე დამალავენ? თან ეს პუტინის ორეული და რამე კი არა, ნამდვილი ორიგინალი პუტინი ააფეთქეს. ეგრეც იყო მოსალოდნელი, ღირსი იყო ეგ მართლა ყასაბი.”
კომენტარებში, ალეკო შუღლაძე წერს:
“დაცვის უფროსი, ვინც თავი აიფეთქა – გადარჩენილა. მესამე შემთხვევაა, როცა აი ასე თავს იფეთქებს სხვადასხვა ცხელ წერტილებშიო.
კადიროვი გამომრჩა… ფუ, შენი! ეგ როგორ არ შევიყვანე დახოცილებში?! მეორე სიაშია შეყვანილი, განახლებულში, ზემოთ.
არა, არა, რა შუაშია პირველი აპრილი და რაღაც, უბრალოდ დაემთხვა, მართლა.
ვინც აზიარებთ, თავიდანვე ნუ მიაწერთ 1 აპრილი რომ არის… ისიამოვნოს ცოტა ხალხმა, რამდენიმე წუთი მაინც.”
კომენტარები