BBC–ის ცნობით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, უკრაინელი და რუსი მხარეების მიერ, დამტკიცებული, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმის პირობებში, მარიუპოლში შედის და იმედოვნებს, რომ ევაკუაცია პარასკევს განხორციელდება. იგეგმება 54 ავტობუსისა გაგზავნა ალყაში მოქცეულ ქალაქში.
თუმცა, მედიის ცნობით, ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე ნებართვა არ მიუღიათ, ამიტომ ისინი საკვების და წყლის მარაგების გარეშე მიდიან.
მარიუპოლი ორ კვირაზე მეტია რუსეთის ალყაშია და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ქალაქში დაახლოებით 100 000 მოქალაქეა ჩარჩენილი, შენობების უმრავლესობა განადგურებულია, არის სასმელი წყლისა და საკვების დეფიციტი.
შეგახსენებთ, რუსეთმა 2 დღის წინ, მარიუპოლში, წითელი ჯვრის შენობა დაბომბეს.
კომენტარები