reuters–ის ინფორმაციით, ბერლინი თანახმაა ჩეხეთის რესპუბლიკამ უკრაინას მიჰყიდოს ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რომლებიც თავდაპირველად საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებულ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას (გდრ) ეკუთვნოდა.
კონტრაქტების მიხედვით, ჩეხეთს სჭირდებოდა ბერლინის თანხმობა, რათა მათ უკრაინისთვის ჯავშანტექნიკა მიეყიდათ.
თანხმობის შემდეგ, ჩეხეთს შეეძლება უკრაინას 56 ცალი PbV-501-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები მიჰყიდოს.
ინფორმაცია დაადასტურა გერმანიის თავდაცვის სპიკერმა.
კომენტარები