რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიჰყიდიან.
თავდაპირველად, რუსული გაზის ევროპელ შემსყიდველებს ტრანზაქციების რუბლში განხორციელებისთვის კრემლმა ვადა პარასკევამდე, პირველ აპრილამდე დაუწესა.
არაერთმა ქვეყანამ, უარი განაცხადა გადაიხადოს საფასური რუბლში.
დღეს, პირველ აპრილს გადაწყვეტილება შეიცვალა და კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა:
“გამომდინარეობს თუ არა დადგენილებიდან ის, რომ რუბლში გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, ევროპაში გაზის მიწოდება პირველი აპრილიდან შეწყდება? არა, ამას არ ამბობს დადგენილება”.
კომენტარები