ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი:
“არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთმა ჩეჩნეთის 80% მოსახლეობა ამოწყვიტა, ცხადია ომმა არ დაინდო არც ბავშვი, არც ქალი. უამრავი უბედურება მაქვს ნანახი საკუთარი თვალით, გროზნოში დავკარგეთ სახლი და უახლოესი ნათესავები. პირველი ომის შემდეგ ვიყავი ჩასული და მიწასთან გასწორებული ქალაქი, უამრავი ოჯახის უბედურება ვნახე. არცერთ ორგანიზაციას (გარდა გაერო და წითელი ჯვარი) არ გამოუცხადებია მხარდაჭერა და არ გატარებულა არანაირი ღონისძიება ჩეჩენი ხალხის მხარდასაჭერად. გულისტკივილით ვაკვირდები მიმდინარე მოვლენებს, ბევრი პარალელია და გასაოცარი ის, რომ ადამიანებსაც შეუძლიათ იყვნენ შერჩევითად აქტიურები, ქველმოქმედები, გულისხმიერები და სოლიდარულები სხვისი უბედურების მიმართ.”
კომენტარები