ჟურნალისტი თამუნა თაბუკაშვილი:
“უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ კიევიდან 20 კილომეტრში, ავტომაგისტრალთან დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები იპოვეს.
“5 მკვდარი შიშველი ქალი პლედის ქვეშ, რომელთა დაწვასაც რუსი ბარბაროსები გზის პირას ცდილობდნენ.
ყველა ფოტოს, ვიდეოს, სიუჟეტს (ამჟამად ეს ყველაფერი, რეალური სურათის მხოლოდ 1%-ია) კიევის რეგიონის განთავისუფლებული ნაწილის შემდეგ – თავში ესროლეს მშვიდობიან მოსახლეობას – ზურგზე შეკრული ხელებით, გაშიშვლებული და მოკლული ქალები ( შემდეგ დაწვას ცდილობდნენ), საძმო საფლავები – ასობით უკრაინელის ცხედრებით, დახვრეტილი ბავშვებით – მშვიდობიანი მოსახლეობის მანქანებში, მძევლების ცხედრები, წყლის ჭაბურღილებში ჩაყრილი – ჩვენ მიგვაჩნია…
თქვენ ყველას, ვისაც პუტინის მმართველობის გჯერათ. ვისაც თუნდაც ერთი უკრაინელის გამტყუნება შეგიძლიათ, ამ სისასტიკეში. ვისაც გგონიათ, რომ ეს საცოდავი ხალხი, ტყუილად იბრძოდა და დღემდე იბრძვის, სასტიკი მტრის წინააღმდეგ. ვისაც გგონიათ, რომ მათი სისხლი ტყუილად დაიღვარა და ვითომ გეცოდებათ, ისინი – “ეტონემიეტოპუტინს” – არა, ეს თქვენ ხართ, საკუთარი მიწისთვის მებრძოლი ადამიანების მკვლელები! ეს არ არის პუტინი. ეს შენ ხარ – ვინც ხელს აწერს, უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაზე!
ეს არ არის თვითმფრინავი სიმაღლიდან მომართული, მოედანზე ცუდი ხედვის ბრძანებით. ეს შენ ხარ – შენი ნაძირალა ხელებით, პირდაპირ, ღიმილით, ცნობიერებით, სურვილით, სიამოვნებით.
და ჩვენ ვცხოვრობთ, ამ სისასტიკეში, თქვენთან ერთად!
კადიროველებზე არც კი წერთ – ტიქტოკერები დიდი ხნის წინ გაგზავნეს – მარიუპოლში, მაგრამ დატოვეს კიევის რეგიონი, ხოცავდნენ და აუპატიურებდნენ ადგილობრივებს, უბრალოდ გასართობად. ესროდნენ სახლებს – სლავური გარეგნობის რუსი ჯარისკაცები, მართლმადიდებლები, რუსული კულტურული კოდი, რუსეთის ტიტულოვანი ერი – რუსები!
არ ჩამოიბანოთ, უდანაშაულო ადამიანიანების სისხლი – გერმანულ SS-ზე უარესი ხარ.
სულელი ცოცხალი არსებები!
თქვენც სცადეთ, სცადეთ, მიაღწიეთ წარმატებას ამაში…
და რა სურათებს ელით, ამ სამყაროსგან, როცა თქვენ მიგყავთ, თქვენ, რუსები ამ მდგომარეობამდე!
რუსები კი, , თავისი შვილების ქმედებების წყალობით, იმსახურებს იყოს მარადიული ფარი. არავითარი დენაციზაცია და დერუსიფიკაცია არ უშველით. სახეზეა მძარცველთა და მკვლელთა ერი, რომელიც ვერ გამოჯანმრთელდება!”
შეგახსენებთ, უკრაინის რამდენიმე ქალაქში, რომელიც რუსული ჯარის მიერ იყო დაპყრობილი და უკრაინის სამხედრო ძალებმა დაიბრუნეს კონტროლი, არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იქნა ნაპოვნი, ზოგის ცხედარი ჭაში იპოვეს, ზოგის შუა გზაზე, უმრავლესობას ხელები ჰქონდა ზურგსუკან შეკრული. იპოვეს ე.წ. ძმათა სასაფლაოებიც, სადაც ცხედრების ერთად იყო მოქუჩებული, თუმცა, ან არ იყო მიწით დაფარული, ან ნაწილობრივ. ფოტოები ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
კომენტარები