ყოფილი პარლამენტარი, დავით დარჩიაშვილი:
„1989 წლის 9 აპრილის შემდეგ კომუნისტებს იშვიათად თუ აძლევდა ვინმე ქართველი ხმას. თითქოს ერი ვიყავით და იმიტომ. დღეს უკრაინა იბრძვის დაუმთავრებელ ბრძოლას თავისუფლებისათვის, რომელშიც ქართველებიც არიან და იღუპებიან. “ქართული ოცნება” ამ ბრძოლის წინააღმდეგია, რაც, უშრეტი ნაკადით, გადმოედინება პრემიერის პირიდან. ამ ფონზე (როგორც გავიგე. თუ რამ შეცდომაა, გამისწორეთ), ბათუმში შუალედურ არჩევნებში ოცნების კანდიდატი ხმების 70%-ს იღებს. ეს ფაქტი ვერ აიხსნება მხოლოდ ჩვეულებრივი გაყალბებით. ვერც იმით აიხსნება ჩემთვის, რომ “ეს შუალედური არჩევნებია და ხალხს არ აინტერესებს”. როგორ არ ანტერესებს, როცა საკითხი სიმბოლურია, ესე იგი, პრინციპული. პრინციპის და სიმბოლოს ურთიერთმიმართება არ ესმის? მოსყიდვა-დაშინებას არ ვითვალისწინებ, რადგან, ამ ფონზე, მგონი უხერხულია, იყო მოსყიდული და დაშინებული.
ერნესტ რენანი ამბობდა, ერად ყოფნა ყოველდღიური პლებისციტიაო. დღეს ჩვენ ერი არ ვართ. ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი მაკავშირებს იმათთან, ვინც ქართულად მეტყველებს, მაგრამ, ამ ყველაფრის ფონზე, ისევ ოცნებას აძლევს ხმას. ნეტავი ენაც განსხვავებული მქონდეს მათი ენისაგან.“
კომენტარები