ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
“ბუჩას კადრებს რომ ნახავ და იმას იტყვი, რაც ღარიბაშვილმა თქვა. აი როგორ? რანაირად?
მსჯელობა ჭირს, უბრალოდ გინება გინდა. გინდა რომ ადგე და ფიზიკურად ნაგვის ყუთში ჩააგდო.
ეს არ მართლდება არანაირი პრაგმატიზმით და სამშობლოს დაცვით.
საქართველოს სახელმწიფოს და მის ისტორიას იდენტობას უცვლიან ეს ნაძირლები.
ასეთ დროსა და მომენტებში ყალიბდება ქვეყანათა შორის ურთიერთობების იდენტობაც, რომელიც შემდეგ საუკუნეები არ იცვლება.
ამხელა სახელმწიფოს – პოლონეთს რომ არ ვკიდივართ და სულ იქ დგას ჩვენს გვერდით, სადაც უნდა იდგეს, ღარიბაშვილის ბაბუის დამსახურება კი არ არის? 1921 წელს საქართველოდან წასულმა მეომრებმა პოლონეთის თავისუფლებისთვის რომ იბრძოლეს, იქ შეიკრა ქვეყანათა შორის ურთიერთობების იდენტობა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამყარდა.
ან გნებავთ ლიტვა – სახალხო ფრონტებმა და დისიდენტებმა შექმნეს ეს ურთიერთობა, შემდეგ დამოუკიდებელი ქვეყნების ლიდერებმა გაამყარეს.
ახლა წარმოიდგინეთ ღარიბაშვილობა რომ იყოს საქართველოს ბოლო ერთი საუკუნის ისტორია, რა განგვასხვავებდა ცენტრალური აზიისგან?
მარა რას ვერჩი ცენტრალურ აზიას? პოსტის ბოლოს ტაჯიკეთის პრეზიდენტის განცხადება ნახეთ.
ვიმეორებ, თქვენგან არავინ ითხოვს არც ომში ჩართვას და არც პუტინის დედის გინებას. ნუ გვარცხვენთ თქვე შობერძაღლებო, ნუ გვარცხვენთ!!! ათწლეულობით და ბევრი სისხლით ნაშენ სახელმწიფოს იდენტობას ნუ ანგრევთ!!! უბრალოდ გაჩუმდით.
ეს არის ისტორიაში პირველი ხელისუფლება, რომელსაც სამხრეთ ოსეთის კგბ-მ კომპლიმენტი უძღვნა ვითარების დეესკალაციაში შეტანილი წვლილისთვის. ეს მოხდა 31 მარტს.
სამხრეთ ოსეთის კგბ იცით რომელია? არჩილ ტატუნაშვილი რომ მოკლა და ოფიციალურ თბილისს ღამურების გაწვრთნასა და მათი მეშვეობით ცხინვალში ინფექციების გადატანას რომ აბრალებდა. აი ამათ უძღვნეს კომპლიმენტი.
მრცხვენია, ძალიან მრცხვენია.
შედარებისთვის: მოლდოვას პრეზიდენტმა დაგმო ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა. ტაჯიკეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას სურსათის ორი წლის მარაგის შეგროვებისა და სუვერენიტეტის დასაცავად შესაძლო ომისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.
მოვლენათა დინამიკა მკარნახობს რომ ჩვენ უბრალოდ უნდა ჩავბარდეთ, თუ რუსეთი ამას მოითხოვს. მთელი იმედი იმას ემყარება, რომ უკრაინამ ჩვენამდე არ მოუშვას.
ღარიბაშვილ-ივანიშვილის იმედი ის არის რომ დაუმადლიან ამ სამარცხვინო საქციელს და ვიშის რეჟიმის საქართველოს სათავეში დატოვებენ.”
კომენტარები