კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ სოციალურ ქსელში რუსული სამყაროს” იდეოლოგია ნაციზმს შეადარა, აი რას წერს ის:
“რუსული სამყარო წარმოადგენს ძალადობას, მკვლელობას, ომსა და გენოციდს, ამიტომ ის ისევე უნდა უარვყოთ და განვსაჯოთ როგორც განვსჯიდით ნაციზმს, მის იდეოლოგებსა და მის დანაშაულებს. ამ კრიმინალური იდეოლოგიის თანაავტორად და ხელმძღვანელად მოსკოვის პატრიარქი, კირილი და მისი მიმდევრები ითვლებიან. მან ხელქვეითებთან ერთად არამხოლოდ ყოველმხრივ გააღვივა ეს კოცონი, არამედ ღიად, ღმერთისა და ეკლესიის სახელით, თავისი მატყუარა პირით დალოცა ჯალათები, მკვლელები და მათი შავი საქმეები”.
” უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულის განკითხვა არამხოლოდ სწორია, არამედ ეს არის ყველა ადამიანის მორალური ვალი, “განსაკუთრებით კი მართლმადიდებელი ქრისტიანების”. მისივე თქმით, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელი, კირილი ანტიქრისტეს მხარეს დადგა.
“საუბარია არ არის კანონიკური სამართლის სიღრმეებზე, საღვთისმეტყველო წინააღმდეგობებსა და ისტორიულ დისკუსიებზე. საუბარია სიკეთესა და ბოროტებაზე და ყველას პირად არჩევანზე: ღმერთთან ხარ თუ ეშმაკთან? კირილმა საკუთარი არჩევანი ანტიქრისტეს სასარგებლოდ უკვე გააკეთა. მოვუწოდებ მათ, ვინც ამ დრომდე მას საკუთარ წინამძღოლად მიიჩნევს – გაახილეთ თვალები, შეხედეთ მის სწავლების შხამიან ნაყოფს, ზურგი აქციეთ უკანონობას, აღარ იყოთ მისი თანამონაწილეები”– დაწერა მიტროპოლიტმა.
კომენტარები