საქართველოს პრემიერმინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თანამდებობიდან გადააყენა და აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნა, მის შემცვლელად კი, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, პოლონეთში ყოფილი ელჩი ილია დარჩიაშვილი დაასახელა.
ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევა “გაუგებარი გადაწყვეტილებაა”, ხოლო “დესტრუქციული ოპოზიცია” თბილისიდან და კიევიდან “საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებას” ცდილობს.
“სამწუხაროდ, არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა. ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან, როგორც თბილისში, ისე კიევში.
პროვოკაციული იყო მოხალისეების ჩარტერული რეისით ურაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა. რაც ასევე იყო ორგანიზებული ნაციონალური მოძრაობის მიერ და იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა.
ჩვენი მკაფიო პოზიცია უცვლელი რჩება, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოში სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება.
კომენტარები