გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მწვავე კრიტიკას უპასუხადა 2008 წელს უკრაინის NATO-ში წევრობის შეფერხებაზე გადაწყვეტილება დაიცვა.
“ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი ბუქარესტში NATO-ს 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება”. – თქვა ყოფილი კანცლერის სკიკერმა.
მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და სარკოზი ბუჩაში მიიწვია, უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით – “ნახონ, რა მოიტანა 14 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკამ. საკუთარი თვალით ნახონ ნაწამები უკრაინელები”.
კომენტარები