ტვ პირველის ჟურნალისტი, მირანდა ბაღათურია, სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია, ჟურნალისტი მოსამართლე ნინო ელიაშვილსაც უხდის მადლობას .
10 თვე მართლა მქონდა სუნთქვა შეკავებული, ახლა ამოვისუნთქე არ მარტო მე, არამედ ყველამ – აცხადებს მირანდა ბაღათურია.
“მოსამართლე ნინო ელიაშვილმა გაამართლა ჩემი მოლოდინი. მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ჩემი წილი და ჟურნალისტების წილი სამართლიანობა ამ ნაწილში აღსდგა. ამ ადამიანებს მოუწევთ 5 წელი ციხეში ჯდომა. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, ადამიანების ციხეში ჯდომა არ მიხარია, მაგრამ ეს ადამიანები უნდა იყვნენ ციხეში იმისთვის, ჩვენ რომ ხვალ გადაღებაზე გავალთ, არც ერთ ჩვენგანს თმის არც ერთი ღერი არ უნდა ჩამოუვარდეთ. 10 თვე მართლა მქონდა სუნთქვა შეკავებული, ახლა ამოვისუნთქე არ მარტო მე, არამედ ყველამ. მადლობა თქვენც და მადლობა ლექსოს”
კომენტარები