ქართული ოცნების დეპუტატმა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ლელოს დეპუტატის, დეა მეტრეველის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა:
“ომი უკვე უბედურებაა, რომ დაიწყო ომი, ეს უკვე დამარცხებაა, იმიტომ, რომ ომი არ უნდა იყოს, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ეს ომი არ შემდგარიყო, მაგრამ შედგა და ახლა უბედურებაში არის და ამას ყველა ვუყურებთ.”
“იმ დღიდან, რაც ეს უბედურება დაიწყო უკრაინაში, ყოველ დღე სისხლის მიცემიდან დაწყებული, თუ საერთაშორისო და საპარლამენტო განცხადებები, ყველა პლატფორმა გამოყენებული გვაქვს. მე პირადად ფული მაქვს შეგროვებული იმისთვის, რომ ფული წასულიყო უკრაინაში. ასევე, ჩვენ პარლამენტის თავჯდომარესთან ერთად მივედით და მოვინახულეთ ქალები, ბავშვები და ლტოლვილები. ასე რომ, არაერთ საჯარო, საერთო მიმართლებებში მე ჩავერთე”. – ამბობს ბოლქვაძე
ლელოს დეპუტატმა კომიტეტის თავჯდომარეს ჰკითხა, რატომ არ გაუკეთებია მას პირადად, ან კომიტეტის სახელით უკრაინის მხარდამჭერი განცხადება:
“–ეს არის უბედურება, რასაც ჩვენ ვუსმენთ და ვუყურებთ. ამდენი ბავშვი და ამდენი ადამიანი იღუპება. ეს არის საშინელი ტრაგედია და ამაზე მე საჯაროდ მაქვს ძალიან მწვავე რეაქცია იმ ადამიანებზე, ვისაც უნდათ, ეს გამოიყენონ, როგორც მასალა იმისთვის, რომ ვიღაცა ვიღაცას დააპირისპირონ”.
კითხვაზე, თვლის თუ არა ბოლქვაძე, რომ ეს არის უკრაინის დამარცხება, პასუხობს: – “იდეური დამარცხებაა, იმის, რომ ამდენი ადამიანი ნადგურდება, არ უნდა მისულიყო აქამდე, არსებობს მოლაპარაკებები. ვთვლი, რომ ომი არის უბედურება”.
კომენტარები