GIPA-ს ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე:
“ის, რაც დაუყოვნებლივ უნდა კეთდებოდეს:
– შეწყდეს სრულიად არაფრისმომცემი და დამაზიანებელი განცხადებები – “იქ ხომ ნაცები არიან” და ა.შ.! მსოფლიოს თქვენი არგუმენტები აინტერესებს და სხვა არაფერი!
– მოაცილეთ მიკროფონს ხალხი, ვისაც წარმოდგენა არა აქვს ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე;
– ფინანსთა სამინისტროს განცხადებას უნდა მოჰყვეს სხვა უწყებების რეაგირებაც, მათ შორის სპეცსამსახურების მხრიდან;
– არსებობს მონიტორინგის და ინფორმაციის გაცვლის აპრობირებული საერთაშორისო მექანიზმები, რომელთა ამოქმედებაც აძლიერებს კონტროლს და გამორიცხავს ყოველგვარ სპეკულაციას. აამოქმედეთ ეს მექანიზმები და აამოქმედეთ დაუყოვნებლივ;
– უკრაინასთან ეპისტოლარულ ჟანრში საუბარი უნდა დასრულდეს და ამუშავდეს ყველა ის არხი, რითაც სახელმწიფოები, მით უფრო პარტნიორები, ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდნენ.
– ელაპარაკეთ არამხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა პარტნიორს. ელაპარაკეთ არგუმენტებით და მათ არგუმენტებსაც ყურადღებით მოუსმინეთ!
ეს ყველაფერი, და კიდევ სხვა რამ, დაუყოვნებლივ უნდა კეთდებოდეს.
ქვეყნა იმ საშიშ მოცემულობას უახლოვდება, რომლის მსგავსიც ჯერ არ გვქონია! ძალიან ახლოს ვართ ზღვართან და თუ იგი გადაიკვეთა, უკან მობრუნება შეუძლებელი იქნება!”
კომენტარები