ვლადიმერ პუტინის მთავრობის გავრცელებული ნარატივის პასუხად, გამოცემა New York Times-მა ბუჩაში გადაღებული სატელიტური ფოტოები გაავრცელა.
The New York Times წერს, რომ სატელიტური სურათების ანალიზი ადასტურებს, რომ რუსეთის მტკიცება, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები მას შემდეგ მოკლეს, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს, ტყუილია.
გამოცემის თანახმად, სატელიტური ფოტოების ანალიზით დგინდება, რომ დახოცილი ადამიანების გვამები ქუჩაში იმ დროს გაჩნდა, როცა ქალაქს რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ.
როგორც ხედავთ, რუსული დეზინფორმაციის პასუხად, მედიას სატელიტით გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებაც უწევს, რათა კიდევ ერთხელ აჩვენოს მსოფლიოს, ვინ ხოცავს უკრაინის მიწაზე, უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს.
კომენტარები