ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი:
“დიახ, მარიუპოლი ისევ და ისევ სასწაულებრივად დგას! ჩალპნენ ადგილზე რუსი ფაშისტები! ახლა დამატებითი ძალების გადასროლას გეგმავენ, რომ ახალი ძალით შეუტიონ ამ გმირ ქალაქს! ჩვენებიც მიიწევენ ბრძოლებით. ბრიტანეთის დაზვერვის რუკის მიხედვით ყოველ დღე უახლოვდებიან მარიუპოლს და ვოლნოვაჰას! მარიუპოლი არ დაეცემა!
სამაგიეროდ გუშინ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სუმის ოლქიც მთლიანად გათავისუფლდა ფაშისტებისგან! ბელარუსთან საზღვრის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთზე აღადგინეს კონტროლი ჩვენებმა!
პუტინს კი ეჩქარება 9 მაისისთვის დონბასში წარმატების მიღწევა. შორეული აღმოსავლეთიდან დაიწყეს ბატალიონების გადმოსროლა, მაგრამ…. რა განსხვავებაა მათსა და იმ ნაწილებს შორის, რომლებიც შეაკვდნენ უკრაინის თავდაცვას? არავითარი! პუტინის ურდო ჩამოშლილი და დემორალიზებულია! ასეულებით ბარდებიან, გარბიან, ტირიან და კვდებიან მოპარული სარეცხი მანქანით ხელში! ყველა რუსმა ფაშისტმა იცის რომ სიკვდილი ელის გამწარებული და უძლიერესი უკრაინელი მებრძოლების ხელიდან!
ბუჩასთვის, ირპენისთვის და კიდევ უამრავი მხეცური სამხედრო დანაშაულისთვის უკრაინელები ყველას აზღვევინებენ პასუხს! ყველას პოულობენ უკვე! სახელობითად!
დღეს პრეზიდენტი ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს და დეტალებში გააცნობს პუტინის ურდოს მიერ ჩადენილ სისასტიკეებს!
ევროპელებმა დაიწყეს ურდოს “საელჩოებიდან” “დიპლომატების” შტაბელებით გაყრა!
ხვალ განიხილება ახალი სანქციები, რომელიც შეეხება ნავთობის და გაზის იმპორტს და ურდოს გემებისთვის ევროკავშირის პორტების ჩაკეტვას!
რჩებიან კიდევ მატერიალისტები ევროპაში, მაგრამ ბუჩას მერე სულ უფრო უჭირთ რუსის სისხლიანი ხელის ჩამორთმევა და მასთან საქმის კეთება!
ბრიტანული ხომალდსაწინააღმდეგო “ჰარპუნი” უკვე ოდესაშია! უჰ, რამდენი #რუსკივაენიკარაბლიდინახუი იქნება! ბრიტანელები, ამერიკელები, პოლონელები და ბალტიელები იქნებიან, ვინც გამოუტანს განაჩენს სამართლებრივად პუტინს! საგამოძიებო ჯგუფები უკვე გზაში არიან და დადებენ მის ბრალეულობას სამართლებრივად! დიდი დღე არ უწერია არც მას და არც მის კრიმინალურ “შაიკას”!
აშშ ს ახალი შეიარაღებაც შედის ყოველ დღე უკრაინაში!
იწვის და იწვის ურდოს ტანკები, ჯავშანმანქანები და არტილერიული სისტემები!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
ლამაზად დამრგვალდა – 150 ჩამოგდებული თვითმფრინავი და 18500 განადგურებული რუსი ფაშისტი!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
კომენტარები