კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა და თქვა:
“რუსეთის პრეზიდენტის პირადი შეურაცხყოფა გრძელდება, ეს ცუდია. მიგვაჩნია, რომ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ეს მიუღებელი და სამარცხვინოა”.
4 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენი უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარ ომის დანაშაულზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ომის დანაშაულისთვის უმკაცრესად დაისაჯოს.
კომენტარები