ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, ანა ბალამწარაშვილი:
“ეს წუთია დავბრუნდი ბრიუსელიდან, გაბრაზებული, გამწარებული, შეურაცხყოფილი, არასოდეს არ მიგრძვნია თავი ასე უმწეოდ, ისტორიებს ვისმენ ხან ვტირი, ხან დადუმებული ვარ ტკივილისგან, მათ არ მინდა ცრემლიანი დამინახონ, ბავშვებზე ვსაუბრობ, 75 წლის ბებია ყვება როგორ ამოუხოცეს ოჯახი მარიუპოლში, ის გადარჩა იმიტომ რომ ძმისშვილთან იყო კიევში, ეს რძალიაო მაცნობს ახალგაზრდა ქალს 3 შვილით, არ დამტოვაო, არ წამოვიდა უჩემოდო, ეხლა ეს წავა და მე დავრჩები ბავშვებთანო… ვტირი ურცხვად, მერე გარეთ დავიწყე ცქერა, თვალებში ვეღარ ვუყურებ მას მერე რაც მკითხეს, რა დაუშავა ზელენსკიმ საქართველოსო, მორიდებით შევუსწორე, ხალხი თქვენს გვერდითაა, ხელისუფლებაა ხალხისგან შორს მეთქი, ყველაფერი იციან ხალხო, მით უმეტეს მათი მდგომარეობისა, ყველა უყვართ, მადლობლები არიან ყველასი, რაც აცვიათ იმითი ჩამოვიდნენ და ერთი ჩანთა საბუთები, მაგრამ მთავარი დააქვთ გულით სამშობლოს სიყვარული, თავისუფლების სიყვარული, მადლობას უხდიან ქართველ მებრძოლებს, ქართველ ხალხს, მე მაინც თავდახრილი ვიდექი ამ გმირი ქალბატონების და ბავშვების წინაშე, რა მაქვს სათქმელი?!
“დასჯილებიო”, ვინ შეიძლება დასაჯოს თავისუფლება, ვერავინ და ვერასოდეს!!!
მონობა კი უკვე სასჯელია, რომელსაც თავად განდიდებული მონა ვერ ხვდები, სხვების დამონების წყურვილით შეპყრობილი!!!!
მე ვნახე როგორ უყვართ სამშობლო და რას ნიშნავს სამშობლო მათთვის!!
როგორი ამაყები არიან რომ იხოცებიან სამშობლოს სიყვარულისთვის და თავისუფლებისთვის!!!!
მე ასეთი ხალხი მიყვარს და მეამაყება!!!!!!
რუსი არის ოკუპანტი, დიახ მე უკვე ყველა ოკუპანტი მგონია, სხვა რუსი არ ვიცი მე, ისე როგორც ვითომ სამშობლოს სიყვარულით შუბლზე ხელშემოდებული “ომის არ მდომი ქართველნი”, ნეტავი იცოდეთ რამდენად ამაზრზენნი ხართ რუსეთმოყვარულნო!!!!
ან ბუჩას მერე საერთოდ თავს მაღლა როგორ წევთ თქვე მართლა დასჯილნო!!!!!!
ჩვენ რა დაგვემართა?!სადაა ის საქართველო რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს?! ასე სიყვარულის ფოთლებშემოცლილ ხედ დარჩა მარტოსული საქართველო, ჰოდა ელოდება წყლის დასხმას, ამ უკანასკნელს ვინც შეძლებს ის იქნება ახალი აღმაშენებელი ჩემი (ჩვენი) ლამაზი სამშობლოსი!
ღმერთო მალე გამაგონე წყლის ჩხრიალი საქართველოში!
ანა ბალამწარაშვილი
ბელგია
03.04.2022″
კომენტარები