პედაგოგი, მაკა სახურია:
“დიახ, ეს სიძულვილის ენაა, მასწავლებელი ვარ და არ მინდა ასე თვითგამოხატვა, მაგრამ ჩემი საყვარელი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას გმირს, ინდოელ დოქტორ ფატენპურს თუ დავესესხები, რომელსაც წმინდა სიძულვილით სძულს თავისი ქვეყნის დამპყრობლები, “სიძულვილიც ისეთივე წმინდა და მაღალი გრძნობაა, როგორც სიყვარული, გააჩნია შემთხვევას”… დიახ, რუსი ჯარისკაცები, რომლებიც აუპატიურებენ ბავშვებს, ქალებს, ხოცავენ უმოწყალოდ და დაუზოგავად თავისუფლებისმოყვარე უკრაინელებს, ბომბავენ უმშვენიერეს ქალაქებს, არიან ორკები და განწირულნი არიან კაცობრიობის სიძულვილისთვის! ღმერთმა დაწყევლოს ვლადიმერ პუტინი, მისი იმპერია და მისი ნების აღმასრულებელნი! ბოლოს ყველა იმპერია ემხობა, ორკებო! მოძალადე და ოკუპანტი მხოლოდ სიძულვილს იმსახურებს! მშვიდობა და თავისუფლება უკრაინას და სიკვდილი ორკებს!”
კომენტარები