მედიის ინფორმაციით, კახეთში 3 წლის ბავშვმა ფსიქოტროპული პრეპარატი დალია და გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბიჭი დასთან ერთად თამაშობდა.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მედიის ცნობით, მცირეწლოვან და-ძმას ბებია ზრდიდა, რადგან ბავშვები ოჯახიდან სოციალურმა სამსახურმა მშობლების ხშირი ალკოჰოლური თრობისა და არასათანადო პირობების გამო გაიყვანა. დედ-მამას მშობლის უფლება შეზღუდული აქვს.
კომენტარები