საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“განახლება 22:00 (5 აპრილი):
– დიდი სატანკო ბრძოლა მიმდინარეობს ხარკივი-დონეცკის რაიონის საზღვართან. რუსები იზუმიდან სამხრეთით დაიძრნენ. უკრაიენელები მათ არამხოლოდ ანტისატანკო შეარაღებით, არამედ თავიანთი სატანკო ნაწილებითაც დახვდნენ. რუსებმა ორი სოფლის დაკავება შეძლეს, თუმცა უფრო სამხრეთით გაწევისას დიდი რაოდენობით სამხედრო და ჯავშანტექნიკა დაკარგეს და უკან დაიხიეს. მათ წინააღმდეგ უკრაინელებმა იმ ნაალაფარი რუსული ტექნიკის გამოყენებაც დაიწყეს, რომლებიც სუმისა და ხარკივის რაიონებში უკრაინელებმა ჩაიგდეს ხელში. აქვე უკრაინელებმა ანტისატანკო იარაღი “სტუგნას” მეშვეობით რუსული შვეულფრენი K-52 ჩამოაგდეს.
– დილიდან რუსები ცდილობენ ლუგანსკის რაიონის ქალაქ რუბეჟნოეში შეტევის წამოწყებას. რამდენიმე ფაზად წარმოებული შეტევიდან უკრაინელებმა ყველა მოიგერიეს. რუსებმა შემდეგ ქალაქის დამუშავება არტილერიისა და ავიაციის გამოყენებითაც დაიწყეს. არის ნიშნები, რომ რუსები აკრძალულ ქიმიურ იარაღსაც შეიძლება იყენებდნენ, რის გამოც უკრაინელები სპეციალურ აღჭურვილობას ხმარობენ.
– დონეცკის რაიონში უკრაინული არტილერია ინტენსიურად ბომბავს რუსულ პოზიციებს – განსაკუთრებით კი იმ გზას, რომლითაც რუსები ჯავშანტექნიკის გადაადგილებას ახდენენ ფრონტის ხაზის მიმართულებით.
– მარიუპოლში მძიმე ბრძოლა გრძელდება. გუშინ უკრაინელ მოხალისეთა ნაწილი, რომლებსაც საბრძოლო მასალა ამოეწურათ ტყვედ ჩაბარდნენ. თუმცა რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ისინი საზღვაო ქვეითები იყვნენ ტყუილი აღმოჩნდა. ამასთან, რუსები თავს დაესხნენ მარიუპოლის პორტს, თუმცა უკრაინელებმა პორტი დაიცვეს და რუსებმა უკან დაიხიეს. ამ დროისათვის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მარიუპოლის აღმოსავლეთ ნაწილში, აზოვსტალის ქარხანასთან.
– ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიტანელების მიერ მიწოდებული ანტისაზღვაო იარაღი მალე უკრაინაში იქნება და ოპერატიულიც გახდება. თუკი ეს იარაღი აღმოჩნდა “ჰარპუნი” მაშინ 125 კილომეტრის მოშორებითაც კი ნებისმიერი რუსული ხომალდი სამიზნე ობიექტად გადაიქცევა. პრაქტიკულად არამხოლოდ ოდესის სანაპირო ხდება ამით დაცული, არამედ ყირიმიდან წამოსული რუსული გემები პერმანენტულ სამიზნედ გადაიქცევიან.
– რუსი ტყვეებისაგან უკრაინელებმა შექმნეს რუსული დანაყოფი, რომელიც უკრაინელთა მხარეს იბრძოლებს. ბელარუსული დანაყოფილი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა ომში, ახლა კი ვნახოთ როგორ იმუშავებენ რუსები.
– ჩეხური მოდერნიზების საბჭოთა წარმოების ტანკები და ჯავშანტექნიკა მალე უკრაინაში იქნება.
პოლიტიკური ნაწილი:
– პრეზიდენტმა ზელენკიმ განაცხადა, რომ ომის შემდეგ უკრაინა დაემსგავსება ისრაელს თავისი სამხედრო-პოლიტიკური წყობით. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინა ევროპაში პოლონეთთან, ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად მძლავრ რუსეთის დამაბალანებელ ღერძს შექმნის. ამ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით მათი საერთო პოლიტიკური წონა საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან გაიზრდება.
– აშშ-ს თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკელები უკვე წვრთნიან უკრაინელ სამხედროებს. ეს სამომავლოდ კიდევ უფრო შეცვლის რეალობას უკრაინაში. რუსების სამხედრო მარცხი შესაძლებელი ხდება. ამასთან, ამერიკელმა გადამდგარმა გენერალმა და ევროპის სამოკავშირეო უმაღლესი სარდლობის ყოფილმა მეთაურმა ვესლი კლარკმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთი არამხოლოდ მოგერიებულ უნდა იქნას, არამედ დამარცხებულიც კი. შესაბამისად უკრაინელებისათვის კარგი მომზადებისა და შეიარაღების შემთხვევაში რუსების დონბასიდანაც დაიხევენ უკან და უკრაიენელთა გამარჯვება შესაძლებელი გახდება.”
კომენტარები