323
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი, რომელიც მის მიმართ დაწესებული სანქციებით მნიშვნელოვნად დაზარალდა, სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს განიცდის.
უცხოურ მედიაში სულ უფრო აქტიურად იწერება, რომ აბრამოვიჩი ბოლო დღეებია, ჰოლივუდის ვარსკვლავებს, უოლ სტრიტელ მდიდარ მეგობრებსა და სხვა ბიზნესმაგნატებს უკავშირდება ფულის სასესხებლად. ის „თავის გასატანად“ 1 მილიონ დოლარს ითხოვს.
თუმცა, როგორც დასავლური პრესა სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, სულ მცირე 2-მა მეგობარმა უკვე უარი უთხრა რუს ოლიგარქს ფულის მიცემაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით, ცნობილი ბიზნესმენი ფულის სათხოვნელად როტშილდების ოჯახს და ამერიკელ რეჟისორს ბრეტ რატნერის დაუკავშირდა. შემდეგი ზარი ვისთან განხორციელდება, ჯერჯერობით, საერთაშორისო პრესა არ წერს, თუმცა, რომან აბრამოვიჩს საკმაოდ ბევრი ცნობილი ადამიანი ჰყავს სამეგობრო წრეში. ყოველ შემთხვევაში, 2016 წელს, მის საახალწლო საღამოზე მიწვეულ ვარსკვლავებს შორის იყვნენ: ლეონარდო დი კაპრიო, ჯორჯ ლუკასი და სხვები.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, რუსი ოლიგარქის მთელი ქონება გაყინულია და მას საკუთარი თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდაც კი არ შეუძლია.
კომენტარები