ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა:
“არის რამდენიმე საკითხი, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს, როდესაც ასეთი საგანგაშო ინფორმაცია გახდა ცნობილი უკრაინის დაზვერვის მხრიდან. ერთი განცხადება თუ არის გაკეთებული საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, რომ ისინი არ დაუშვებენ იმას, რომ საქართველო იქცეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალებად – აი, ამ სიტყვებით. ვინმემ თქვა თუ არა, რომ ჩვენ, საქართველოს მთავრობა არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა იქნას გამოყენებული რუსეთისთვის სანქციებიდან გვერდის ასავლელდ, მე არ მომისმენია ასეთი განცხადება. ან, მეორე განცხადება, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც რუსეთს დაეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. ასეთ განცხადებების ნაცვლად ჩვენ გვესმის მხოლოდ ერთადერთი განცხადება ღარიბაშვილის – არავითარ შემთხვევაში ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე წინ არაფერს დავაყენებთ და სანქციებს არ შევუერთდებით, რაც ირიბად არის დაპატიჟება, რომ სანქციების დარღვევის საშუალება გაჩნდეს ტერიტორიაზე.”
კომენტარები