ქალაქ ბუჩაში ადგილობრივი გარდაცვლილ ოჯახის წევრებს სარდაფებში და ქუჩებში პოულობენ. მოსახლეობას უკვე ნაპოვნი ცხედრების დამარხვაც უჭირთ. ბუჩაში რუსულმა არმიამ იმდენი ადამიანი მოკლა, რომ ქალაქში კუბოებიც კი აღარ დარჩა. ადამიანები ოჯახის წევრებს ახლა პირდაპირ ეზოებში კრძალავენ.
მამამისი იყო მოსული ცოტა ხნის წინ. გვკითხა სად არისო. ეძებდნენ და ვერავინ პოულობდა. ბოლოს დედამისთან ავიდა პროდუქტების ასატანად ამის შემდეგ კი აღარვის უნახავს. რისთვის ჩაცხრილეს? რას ერჩოდნენ? არაფერს აშავებდა. ეს რუსეთი კი არა არაადამიანების ქვეყანაა, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
კომენტარები