დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით 15-20 წუთის მანძილზე, ხელებშეკრული იწვნენ, რითაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები გააპროტესტეს.
„ ეს არის სოლიდარობის აქცია პერფორმანსი, ბუჩასა და სხვა უკრაინულ ქალაქებში ნაწამებ და მოკლულ მოსახლეობის მიმართ. სიტყვები ზედმეტია იმის გამოსახატად თუ როგორ იმოქმედა ამ საზარელმა კადრებმა ჩვენზე. ამ აქციის მიზანია მსოფლიოსთვის მესიჯის გაგზავნა – ვინ იქნება შემდეგი? რომელი ქალაქი თუ ქვეყანა? რამდენი მსხვერპლია კიდევ საჭირო იმისთვის, რომ მსოფლიომ ერთხელ და სამუდამოდ შეაჩეროს ეს ბოროტების სავანე სახელწოდებით რუსეთი?” – აღნიშნეს აქციის ორგანიზატორებიმა.
კომენტარები