BBC-ის ინფორმაციით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შესახვედრად ემზადება და ამბობს, რომ მათთან აპირებს თქვას, რომ “რუსეთთან ურთიერთობის დრო დასრულდა”.
“აღარ არის “ყალბი კომფორტის” დრო, რუსეთს კიევიდან ჯარები რეალურად არ გაჰყავს და ის უბრალოდ პოზიციებს იცვლის, რათა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს შეუტიოს. დროა NATO-მ თავისი პასუხები გაამკაცროს და დაიწყოს სტრატეგიული ქმედება ევროპაში უსაფრთხოებისათვის, რომელიც დაფუძნებულია გამძლეობაზე, თავდაცვასა და შეკავებაზე”
ტრასიმ ასევე აღნიშნა, რომ NATO-რუსეთის შეთანხმება, რომელსაც ხელი 1997 წელს მოაწერეს, აღარ არსებობს.
კომენტარები