„ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობოხიძე “ლელოს” მიერ პარლამენტში რეზოლუციის დოკუმენტის დარეგისტრირებას ეწინააღმდეგება. ბობოხიძე ამბობს, რომ მსგავსი დოკუმენტები შესაძლოა, მმართველმა პარტიამ სათავისოდ გამოიყენოს.
“რეზოლუციები კი არ არის დღეს რუსეთისთვის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მთავარი.მთავარია, რეალურ მოქმედებაში პრორუსულ ინტერესებს გაატარებენ თუ არა და ეს რეზოლუციები ხვალ და ზეგ შეიძლება “ქართულმა ოცნებამ” მხარის დაჭერის შემთხვევაში გამოიყენოს მისი არაპრორუსული პოლიტიკის შენიღბვის საშუალებად, ამიტომ “ლელო” უნდა მორჩეს ამ ვითომ პარლამენტარობანას თამაშს და თავისი თავის “გაპრავების” მცდელობას. ეს უკვე იზრდება პოლიტიკურ მავლებლობაში”.
“ლელოს” რეზოლუციის დოკუმენტი უკრაინის შესახებ პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება. დოკუმენტში ჩაიწერება, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა და რუსეთი დამნაშავეა. “ლელოს” ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტში რამდენიმე დღეში დაიწყება.
კომენტარები