საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი გია ჭანტურია სოციალურ ქსელში წერს:
„ვინმეს ეჭვი გეპარებაათ, რომ აქ ჩამოთრეულმა ვინმე პუტინისტმა დაარეგისტრირა ფირმა, შემოიტანა უცხოეთიდან, რუსეთში სანქცირებული ნაწარმი, რომელიც მათ სჭირდებათ საომარი მოქმედებისთვის! (დრონები, სათადარიგო ნაწილები, კომპიუტერული ტექნიკა, მიკრო ჩიპები და ა.შ) და იმის გამო რომ ჩვენ სანქციებს არ უერთდებით და ყველაფრის შეტანა შეიძლება რუსეთში, ეს ყველაფერიც შეაქვს?ეს შეუძლებელი კი არა უეჭველია, ამაზე კარგს ვერც მოიფიქრებდა რუსი! და რა არ გჯერათ? რაა აქ დაუჯერებელი!?“- წერს გია ჭანტურია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდული საქონლის მიღებას საქართველოს გამოყენებით გეგმავს და ამაში საქართველოს მთავრობა მას ხელს არ შეუშლის.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინულ მხარეს გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის მოთხოვნით მიმართა.
კომენტარები