შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვი სამკურნალოდ ისრაელში გადაიყვანეს – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განაცხადეს.
რაც შეეხება მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, 8 წლის დათი თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
კომენტარები